LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქს ახალი მერის ხელი უკვე დაეტყო – ზებრა გადასასვლელებისთვის გზა გაჭრეს (ფოტოები)

33

ჟურნალისტი სალომე გოგოხია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზეა გადაღებული და აღნიშნავს, რომ ქალაქს უკვე დაეტყო ახალი მერის ხელი, რადგან ზებრები უკეთ დაიხაზა.

სალომე წერს:

„გავიარე – იწყებდნენ, გამოვიარე და უკვე ასრულებდნენ.

გზის სხვა მონაკვეთებზე ზებრა წლებია არის, მაგრამ ქვეითისთვის ბოლომდე ადაპტირებული არ იყო, რადგან პირდაპირ ბორდიურზე შეხტომა უწევდა და წვიმიან ამინდში ტალახის მოზელვა. მანდაც გაჭრეს გზა და მალე ქვეითებისთვის სრულყოფილი ზებრა იქნება.

დაეტყო ხელი… თურმე სულ მცირე მონდომება ყოფილა საჭირო და საქმე კეთდება. მისასალმებელია ნამდვილად.

პ.ს. დღეს ნიკოლოზი სკოლაში მიმყავდა, როცა ზებრა გადასასვლელზე საპატრულო ეკიპაჟი იდგა და მანქანებს ანიშნებდა, რომ ქვეითები გაეტარებინათ, ასე ისწავლიან ურჩები გზის დათმობას“ ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები