სოციალურ ქსელში მორიგი ემოციური ხელის თხოვნის კადრები ვრცელდება.
,,ქალაქის თეატრის” მსახიობს, ეთო ალექსაშვილს ხელი სცენაზე, 4 საათიანი სპექტაკლის დასრულების შემდეგ სთხოვეს.
ემოციურ კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი georgiantheater ავრცელებს.
„4 საათი უყურო მსახიობებს, რომლებიც თავს იკლავენ ისე იხარჯებიან და ბოლოს ხელის თხოვნა – ღირდა ნამდვილად 🤩🤍👏🏻 იხარეთ, იბედნიერეთ“ – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.