LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქის მერი ბიზნესის წარმომადგენლებს საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

30
კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მიმართავს, ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობა მიიღონ.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მათ ხელს შეუწყობს და შესაბამის სივრცეებს გამოუყოფს.

„ახალი წელი ახლოვდება და ამისთვის ყველა ერთად ვემზადებით. 2017 წელს დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია – ბიზნესის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიები, რიგითი მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას ქალაქის მორთვაში. რა თქმა უნდა, გვინდა ეს ტრადიცია წელსაც გავაგრძელოთ. უკვე ძალიან ბევრი კომპანია გვიკავშირდება, გამოხატავს მზაობას, რომ მიიღონ მონაწილეობა დედაქალაქის გალამაზებაში, აიღონ ვალდებულება კონკრეტულ სკვერებთან და მწვანე სივრცეებთან მიმართებით. ძალიან გვიხარია, რომ ბიზნესსექტორი ამით დაინტერესებულია. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ სუბიექტს, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში, გამოხატოს მზაობა. მზად ვართ, ხელი შეგიწყოთ, გამოგიყოთ შესაბამისი სივრცეები, სადაც შეძლებთ, საახალწლო ილუმინაციები თქვენი კომპანიის ლოგოებით მოაწყოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებების და დედაქალაქის ქუჩების განათებას, კახა კალაძის თქმით, დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მიაწვდის.

„დარწმუნებული ვარ, წელსაც საახალწლო ღონისძიებები შთამბეჭდავი და მასშტაბური იქნება, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიტვირთონ, დაისვენონ და ამ დღეებით ისიამოვნონ. რაც შეეხება ახალი წლის ღონისძიებებს, ნაძვის ხის ანთებას, ქალაქის განათებასა და „საახალწლო სოფლის“ გახსნას, ამის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები