LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალაქის გულის“ თანამშრომლები გადარჩენილი პროდუქციის გამოტანას ითხოვენ

500

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ თანამშრომლები, რომელთა საქონელიც ხანძარს გადაურჩა, საწყობებში შესვლას და გადარჩენილი პროდუქციის გამოტანას ითხოვენ.

ერთ-ერთი მოვაჭრის განცხადებით, მისი საქონელი ცეცხლს გადაურჩა და იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას დროულად ვერ გამოიტანენ, შესაძლოა გაუფუჭდეს. შესაბამისად, ნატო ბერძენაძე მოითხოვს, დროულად მოხდეს მათი შეშვება ხანძარს გადარჩენილ პროდუქციასთან.

რაც შეეხება ხანძარს გადარჩენილ ტერიტორიას, სავაჭრო ობიექტის ნაწილზე მუშაობა განახლდა და თანამშრომლებს მიეცათ საშუალება, საკუთარი ობიექტები გაეხსნათ.

კვლავ გადაკეტილი რჩება ის პერიმეტრი, რომელიც დამწვარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები