ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და დაპირისპირება იყო.
დაპირისპირების მიზეზი ოზურგეთის მერიის ერთ-ერთი პროგრამის ბიუჯეტი გახდა, რომლის თანახმადაც, ქალაქის ტერიტორიიდან ერთი რქოსანი პირუტყვის გადადენა 500 ლარი ჯდება, ამ სერვისის მთლიანი ბიუჯეტი კი 90 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროგრამა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა სხდომაზე გააპროტესტა და თქვა, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალურია, ასეთ მომსახურებაზე ამხელა თანხის ხარჯვა უპასუხისმგებლობაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებებს, უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენელს არაკომპეტენტური და პროვოკატორი უწოდა.