მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სასუსში, სავაჭრო ცენტრში საშიში დამნაშავე იმყოფება. ადგილზე იმყოფებიან პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, ისინი ამ დროისთვის შეიარაღებულ მამაკაცს ეძებენ. ქალაქში გადაკეტილია სავაჭრო ცენტრისკენ მიმავალი გზები.