LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაიროს დასახლების რეაბილიტაცია და კრწანისის გამგეობის მშენებლობა – მერიის ახალი პროექტები

186
70450679-2947048011978446-3064745313597128704-n-570x300

თბილისის მერია ახალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების ფარგლებში ქუჩების რეაბილიტაციას ქაიროს დასახლებაში იწყებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, გზები ლორთქიფანიძის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე იყო “უმძიმეს” მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებდა სასწრაფო რეაგირებას. კალაძის თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო გზის საფარი ნაწილი და წყალარინების სისტემა.

 

არც კანალიზაცია, არც წყალი, არც ასფალტი… 

“თქვენ იცით, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ჩვენი მხრიდან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებით. გვინდა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ქაიროს დასახლებაში ლორთქიფანიძის ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხები მოწესრიგდება. დღემდე იქ მუშაობდა კომპანია GWP, რომელიც ახორციელებდა მიწისქვეშა კომუნიკაციის სამუშაოებს. უკვე დამთავრებულია სამუშაოები და ჩვენ შევდივართ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოებით. უმძიმესი მდგომარეობა იყო, არც კანალიზაცია, არც წყალი, არც ასფალტი, ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება იქ ადამიანებს. მჭიდროდ დასახლებული უბანია და ჩვენი დაპირება იყო მისი მოწესრიგება, ამიტომ ამ დაპირებას შევასრულებთ”, – განაცხადა კალაძემ.

ბარათაშვილის ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკინგი 10 მარტიდან ამოქმედდება

 

სერვისცენტრები ერთი ქუდის ქვეშ

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კრწანისის გამგეობას საკუთარი შენობა არ გააჩნია და უწყება იჯარით აღებულ ფართში განაგრძობს მუშაობას. კახი კალაძის განმარტებით,  წელს დაიწყება რაიონის გამგეობის მშენებლობა, რისთვისაც თანხები უკვე გამოყოფილია. მისი განცხადებით, დღეიდან თბილისის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ათივე რაიონში მდებარე სერვისცენტრებში მიიღონ ყველა ის მომსახურება, რასაც დედაქალაქის ცენტრალურ სერვისცენტრში იღებდნენ.

“მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ჩემმა გუნდმა მოსვლისთანავე წამოიწყო რეფორმები, რამაც მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა. სერვისცენტრები ფაქტობრივად არ არსებობდა. გამგეობებში შეზღუდული მოცულობით გაიწეოდა მომსახურება, მხოლოდ რაიონის ადმინისტრაციულ  ფარგლებში. ჩვენ მომსახურება გამგეობებიდან გამოვიტანეთ და ერთი ქუდის ქვეშ შევქმენით სერვისცენტრები. ნებისმიერი მომსახურება უკვე დღეიდან შეგიძლიათ მიიღოთ ათივე რაიონის ნებისმიერ სერვისცენტრში. გარდა იმისა, რომ სისტემური რეფორმა განხორციელდა, დაიწყო სერვისცენტრების რეაბილიტაცია”, – განმარტა მერმა.

სად დამონტაჟდება ახალი ელექტროდამტენები და რამდენი იქნება საფასური

 

მერის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ დაასრულა 8 სერვისცენტრის რეაბილიტაცია. ხოლო საბურთალოს რაიონის გამგეობაში არ არის შესაბამისი სივრცე, ამიტომ სხვა ფართი შეირჩევა. რაც შეეხება კრწანისის გამგეობას, აღნიშნულ გამგეობას შენობა ჯერ არ აქვს, ხოლო ახალ შენობაში, რომლის მშენებლობას კალაძე წელს აანონსებს, სერვისცენტრისთვის სივრცეს გაითვალისწინებენ.