LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქაღალდის ფულის ტექნოლოგია შემუშავებულია 5 საუკუნის წინ, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა“ – ჩაანაცვლებს თუ არა ნაღდ ფულს ციფრული ლარი

109
lari-1620021292

„ქაღალდის ფულის ტექნოლოგია შემუშავებულია 5 საუკუნის წინ, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა,“ – ამის შესახებ Forbes Talks-ში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა. მან საქართველოში ციფრული ლარის დანერგვის პროექტზე ისაუბრა.

როგორც ლეჟავამ განმარტა, ის, რომ ნაღდი ფული სრულად ციფრულმა ლარმა ჩაანაცვლოს, მოკლე ვადაში არ არის რეალისტური, თუმცა, საპილოტე პროექტის ამოქმედება მომდევნო წელს იგეგმება.

„ციფრული ლარით გვინდა ახალი, კომფორტული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული გადახდის საშუალება შევქმნათ. ქაღალდის ფულის ტექნოლოგია შემუშავებულია ხუთი საუკუნის წინ, მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, 21-ე საუკუნეში ვართ და გვაქვს ტექნოლოგიური რევოლუცია“, – განმარტავს სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი Forbes Talks-ში და იქვე დასძენს, რომ მსოფლიოში ცენტრალური ბანკების 85% უკვე მუშაობს ციფრულ ვალუტაზე, ზოგი კვლევით ეტაპზეა, ზოგი ტესტავს, ზოგმა უკვე დანერგა კიდეც, მათ შორის: ჩინეთმა და ბაჰამამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს და ელექტრონული ლარის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება. არსებული ინფორმაციით, ციფრული ლარი იქნება ეროვნული ვალუტის გასხვავებული ვერსია, რომელსაც კურსზე გავლენა არ ექნება.

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვებას აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები