LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი პოლიციელის ძალადობაზე: ერთეული ფაქტებია ეს, თან არა „ზემოდან“ მითითებით

124
ირაკლი ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიციის მხრიდან კანონის დარღვევა, საქართველოში სისტემური პრობლემა არ არის, რადგან მისი თქმით, ამის ერთეული რეციდივები გვაქვს.

აღნიშნული განცხადება ქადაგიშვილმა, შშმ მოზარდზე პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე კომენტირებისას გააკეთა.

„მთელი 9 წლის განმავლობაში, შეიძლება იყოს ერთეული რეციდივები, როდესაც პოლიციელმა დაარღვია კანონი და იმოქმედა ადამიანზე კანონის დარღვევით.

ერთეული ფაქტებია ეს, თან არის არა ზემოდან მითითებით, არამედ, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება, ადგილზე რიგითი ინსპექტორის ქმედება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის მეტროში სამართალდამცველი შშმ მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები თვითმხილველმა გადაიღო, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი შშმ პირს.

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები