„კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საერთაშორისო დონეზე მიღებულია ის გადაწყვეტილებები და სამართლებრივი დოკუმენტები, რომლებითაც რუსეთის აგრესიის შედეგად აფხაზეთის ოკუპაციისა და ანექსიის შედეგები არის ანულირებული.
„საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება არ არის არანაირი ძალის მქონე. როცა აფხაზეთში რუსეთის ოკუპაცია დასრულდება, რა თქმა უნდა, ყველა ფსევდოსამართლებრივი თუ ფაქტობრივი გარემოებები უგულებელყოფილი და გაბათილებული იქნება.
ჩვენ ვხედავთ, რომ თავად აფხაზეთის საზოგადოებაში არის ძალიან დიდი გაღიზიანება და ეს ყველაფერი ხელს უწყობს აფხაზეთში პრორუსული განწყობილებების შემცირებას და პირიქით, ანტირუსული განწყობების დამკვიდრებას.
აქედან გამომდინარე, ეს კარგი პროცესია, თუ აფხაზეთის მოსახლეობა დაინახავს, რომ რეალობაში რუსეთი არა მათი მოკავშირეა, არამედ მათი მიწების ანექსიას ახდენს.“– განუცხადა „პირველ არხს“ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს, რუსეთს ბიჭვინთის ტერიტორიები გადასცეს.
ამავე თემაზე:
ზურაბიშვილი: რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა
ანა დოლიძე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე: გვაქვს 4 პუნქტიანი გეგმა