LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგიშვილი: „არის თუ არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში პოლიტიკური ინტრიგა ჩადებული? – სამწუხაროდ არის!“

131
ირაკლი ქადაგიშვილი

„არის თუ არა ამ საკითხებში [კანდიდატის სტატუსის მინიჭება] პოლიტიკური ინტრიგა ჩადებული? – ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ არის! როდესაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ხოლო საქართველოს – არა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ ობიექტურ საზომზე დამოკიდებული არ იყო, „ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ახსნა ევროკავშირში ვერავინ მოახერხა“.

„როგორც გვითხრეს მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული“ – რას ამბობს ირაკლი კობახიძე EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს უთხრა, ევროკავშირიდან ვერავინ ასახელებს ობიექტურ საზომს, თუ რით არის უკრაინა ან მოლდოვა რაიმე ობიექტური პარამეტრით საქართველოზე წინ.

„ამ საკითხში გარკვეული პოლიტიკური ინტრიგა იყო ხოლმე. აქედან გამომდინარე, „ხალხი ძალა“ თავის პოლიტიკურ პროგნოზს აკეთებს.

„ალბათ გაინტერესებთ რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი თქვენთვის და საქართველოსთვის? - გამოგვიგზავნეთ კითხვები და გიპასუხებთ“ – EU-ის დელეგაცია მოქალაქეებს

EU-ს დელეგაცია მოქალაქეებს იწვევს, გაგზავნონ ნებისმიერი შეკითხვა „ფეისბუკის“ მეშვეობით, რომელიც საქართველოში EU-ს საქმიანობასა და EU-ს გაწევრების გზაზე ქვეყნის მხარდაჭერას ეხება.

იმის მიუხედავად, რომ დღეს, ფორმალურად, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნილი არ არის, დღესაც საქართველო ევროკავშირთან მუდმივ სამუშაო რეჟიმშია.

ჩვენთან ხდება ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებიც კი შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგს ეწირება, რასაც საქართველოში რადიკალური „გლობალური ომის პარტია“ ახორციელებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოწოდებულია, რომ საქართველომ 2030 წლისათვის, თუკი ევროკავშირი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად იქნება, ევროკავშირის წევრობა დაიმსახუროს.

„როცა ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხმა მოიპოვა და ხელისუფლება არაფერ შუაშია არაა, ამის საპასუხოდ ვიტყვი, რომ სწორედ ეს ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას“ – სოზარ სუბარი

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საეტაპო იყო, რადგან ეს ნიშნავს, რომ პროცესში ოფიციალურად ხარ ჩართული. ხშირად უტრირებას ვაკეთებთ, რომ თითქოს გარკვეული 12 პუნქტი თუ 9 ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობაა – ეს ასე არ არის!

პაველ ჰერჩინსკი: კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის გაფართოების პროცესის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს გაცილებით დიდი სამუშაო აქვს შესრულებული, ვიდრე ეს 12 პუნქტით იყო გათვალისწინებული და კიდევ მეტ სამუშაოს შევასრულებთ, ვიდრე 9 ნაბიჯით იქნება განსაზღვრული.

ევროკავშირისთვის აუცილებელი პირობაა, რომ სახელმწიფოს და საზოგადოების ცხოვრების ყველა სფერო ევროკავშირის სტანდარტთან იყოს დაახლოებული“. – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ხალხის ძალა“ – „კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი ჩვენ მიგვიძღვის.. რომ არა სიმართლე, რომელსაც ვამბობდით, ხალხი ვერ აღიჭურვებოდა იარაღით, რომელიც ზეწოლასთან გასამკლავებლად იყო საჭირო“

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება 14 დეკემბერს მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები