LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქადაგების დასრულების შემდეგ მრევლს მონასტერში დამზადებული ანტიბაქტერიული ხსნარი დაალევინეს

277
111

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული საგანგებო განცხადებით, ტაძრებში ღვთისმსახურება ჩვეული წესით აღევლინება. თუმცა ალბიონში დასაშვებად მიიჩნევენ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის  მიღება მოხდეს საკუთარი, ან ერთჯერადი ჭიქებით.

მრევლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ დასავლეთ საქართველოშიც. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ 15 მარტის  წირვის დასრულების შემდეგ მრევლს სიფრთხილისკენ და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მეუფემ მრევლს პირადად განუმარტა საპატრიარქოს განცხადების შინაარსი და მნიშვნელობა. მან იმ მოქალაქეებს, ვისაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნება, შინ ზიარება შესთავაზა.

ქადაგების დასასრულების შემდეგ, მრევლს კორცხელის დედათა მონასტერში დამზადებული ანტიბაქტერიული ხსნარი დაურიგა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს. “გაურკვეველი” ხსნარის მიღებას ადასტურებს რამდენიმე მოქალაქეც. “ფორტუნას” ერთ-ერთი მრევლი უყვება, რომ მეუფემ ქადაგების დასრულების შემდეგ, მოუწოდა დედათა მონასტერში დამზადებული ხსნარის მიღება. რესპოდენტი აღნიშნავს, რომ ეს სურვილის მიხედვით ხდებოდა და ზოგიერთს არც დაულევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები