BBC-ის ცნობით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მერმა, ჰამდულა ჰომეინმა მუნიციპალიტეტში დასაქმებულ ქალებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა მანამ, სანამ მათ სამუშაო ადგილს კაცები არ შეავსებენ. მერის განცხადებით, „თალიბანმა“ საჭიროდ მიიჩნია, რომ ქალებმა გარკვეული ხნით მუშაობა შეწყვიტონ.
ქაბულის მერის განცხადებით, ქალაქში დასაქმებულთა მესამედი ქალები არიან. მისივე თქმით, ზოგიერთი მათგანი მუშაობის გაგრძელებას შეძლებს, მაგალითად, სამუშაოს შეინარჩუნებენ ისინი, ვინც ქალთა საპირფარეშოებში მუშაობდნენ, სადაც კაცებს შესვლა არ შეუძლიათ, პოზიციებზე კი, რომლის დაკავებაც კაცებს შეძლებენ, ქალები მუშაობას ვეღარ მოახერხებენ.
შეზღუდვას დედაქალაქში კვირას, 19 სექტემბერს მცირე საპროტესტო აქცია მოჰყვა, ქალთა ნაწილმა კი, მათი უფლებების მოთხოვნით პრესკონფერენცია გამართა.