ქაბულში, ავღანეთის დაზვერვის სააგენტოს შენობასთან მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო.
ავღანეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაზვერვის სააგენტოს შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები სამოქალაქო პირები არიან.