უკრაინელმა წამყვანმა არტიომ ოვდიენკომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აგინა. ვიდეო წამყვანის “ფეისბუქზე” გამოქვეყნდა.
“რუსთავი 2”-ელი კოლეგა, ტყუილს არ ამბობს. პუტინ შენ ხუილო ხარ. რაც უფრო მალე გნახავთ კუბოში თეთრი ფეხსაცმელებით, მით უფრო ბევრ “საფერავსა” და “წინანდალს” დავლევთ ამ ბედნიერი დღის აღსანიშნავად. მაგრამ სანამ ბოტოქსს ბოლომდე არ შთაუნთქავს შენი ტვინი, იქნებ მითხრათ, რატომ მოდიხართ ჩვენთან. რატომ ვერ დაჯდები შენს ბინძურ ტ*** მშვიდად? რატომ მოიწევ და მოიწევ ჩვენკენ? – უკრაინისკენ, საქართველოსკენ, მოლდოვისკენ…” – ამბობს უკრაინელი წამყვანი თავის მონოლოგში.
არტიომ ოვიდენკოს თქმით, რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაშიც არ აკლია პრობლემები.
“წყალდიდობა, რომელიც შენმა საგანგებოებმა „გამაზეს“, ძველი საბჭოთა წყალქვეშა (ნავი), რომელიც გეძირება და რომელიც უბრალოდ გადაღებე და თანამედროვე მრისხანე იარაღს ეძახი, კიდევ ერთი განავლისგან აწყობილი თვითმფრინავი გემსხვრევა და მორიგი ათასკილომეტრიანი ნავთობის მილი ამოგევსო სიბუნძირით”, – თვლის წამყვანი რუსეთის პრეზიდენტის პრობლემების ნაწილს და ამ პრობლემების მიზეზად ის მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 20-წლიანი მმართველობისას ყველა რესურსი ამოწურა და ყველა გზა გადაიკეტა.
“ამას ჩვენ და ქართველები კი არ უნდა გახსენებდეთ, რომ შენ ხუილო ხარ. ამას შენი რუსები უნდა გეუბნებოდნენ და გეტყვიან კიდეც ძალიან მალე,” – ამბობს ჟურნალისტი.
ოვდიენკომ დასძინა, რომ სანამ რუსები დუმან, პუტინი უკრაინისკენ მიიწევს თავისი “წყეული სიყვარულით”. სწორედ აქედან გამომდინარე, უკრაინელებმა მხარი უნდა დაუჭირონ თავიანთ ქართველ ძმებს და დაიცვან რუსული სამყაროსგან, სანამ პუტინი არ ჩაძაღლდება.
როგორც მან თქვა, უკრაინულ არხს “ტელეკომპანია 24-სა” და “რუსთავი 2-ს” შორის დღეს ტელეხიდი იგეგმება. სწორედ ამ ტელეხიდის ანონსად შეფასდა გავრცელებული ვიდეო.
“ამის ნახვა რუსებსაც შეუძლიათ, თუმცა ამისთვის ნებართვა გჭირდებათ: პარტია “ეძინაია რასიასგან”, ფე ეს ბე-სგან, იმისთვის, რომ მათ ორსაათიანი ინტერნეტის ბარათი მოგცენ”, – ამბობს ოვდიენკო მიმართვაში.
შეგახსენებთ, 7 ივნისს, “რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S.-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინებით დაიწყო. ტელეწამყვანმა თავის მიმართვაში ასევე უხამსად მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.
გიორგი გაბუნიას ამ ქმედებას გაემიჯნა არხის დირექტორი ნიკა გვარამია. ერთ-ერთი პოლიტიკური გადაცემის წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ გიორგი გაბუნიას ნაცვლად საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება იმ "სამართლიან პროტესტს", რომელიც რუსთავი 2-ის შემთხვევამ გამოიწვია.
რუსეთის საგარეო უწყებამ გაბუნიას გინებაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მოიწონა
გაბუნიამ რუსეთს აქილევსის ქუსლი აპოვნინა – რა უფრო საშიშია: ჟურნალისტის მონოლოგი თუ ხელისუფლების რეაქცია
რამდენიმე საათში კი არხის შენობასთან აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილი მოქალაქეები გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გაშვებას და არხის დახურვას მოითხოვდნენ. ტელეკომპანიამ რამდენიმე საათით მაუწყებლობაც შეწყვიტა, დღეს დილით კი ისევ განაახლა.
ჟურნალისტის მონოლოგს, რომელსაც ტელეკომპანიის შენობასთან აქცია მოჰყვა, მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყნის პირველი პირებისგანაც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მონოლოგი არაფერია თუ არა პროვოკაციის აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა.
ჩვენ ამას გავუმკლავდებით – რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა…