LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინს უფლება არ უნდა მიეცეს, სისხლით შეღებილი ხელებით G20-ის სამიტზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაჯდეს – უკრაინის საგარეო უწყება

44
Untitled design (4)

უკრაინული მხარე რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას ითხოვს.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევა უნდა გაუქმდეს:

„ვლადიმირ პუტინმა საჯაროდ აღიარა უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმის ბრძანების გაცემა.

მას არ უნდა მიეცეს უფლება, სისხლით შეღებილი ხელებით მსოფლიო ლიდერებთან ერთად დაჯდეს მაგიდასთან. ბალის სამიტზე  პუტინის მიწვევა უნდა გაუქმდეს და რუსეთი G20-დან უნდა გაირიცხოს“, – აღნიშნულია ოლეგ ნიკოლენკოს „ტვიტში“.

შეგახსენებთ, „დიდი ოცეულის“ სამიტი 15 და 16 ნოემბერს კუნძულ ბალიზე გაიმართება.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები