რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას განიხილავდნენ, ნაყინი ჭამეს.
პუტინმა ერდოღანთან რუსული სამხედრო თვითმფრინავების შეძენაზე ისაუბრა. ასევე განიხილეს სირიაში მიმდინარე მოვლენები.
საბრძოლო თვითმფრინავების დათვალიერების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა ვანილის ნაყინი მიირთვა, რუსეთის პირველმა პირმა კი, როგორც ვიდეოში ჩანს, უპირატესობა ჭოკოლადის ნაყინს მიანიჭა.