რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა და მოუწოდა ძალაუფლება ხელში აიღონ.პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას ნაცისტები უწოდა და ჯარიკაცებს მოუწოდა არ დაემორჩილონ მათ.
„ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება შეთანხმების მიღწევა თქვენთან, ვიდრე ამ „ნარკოდამოკიდებულებთან და ნეო-ნაცისტების ჯგუფთან“, რომლებიც კიევში არიან და უკრაინელი ხალხი მძევლად ჰყავთ“, – განაცხადა პუტინმა.
მან უკრაინელ ჯარისკაცებს მოუწოდა არ მისცემ უფლება „რადიკალებს“, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ფარად გამოიყენოს.