რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას უფლებას აძლევს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ორი ვადით მიიღოს.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად აირჩიეს 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. ახლა მას შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა 2024 და 2030 წლებშიც.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ეს შეზღუდვა არ ეხება იმ პრეზიდენტს, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის იყო ხელისუფლების სათავეში.