LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა და ერდოღანმა ერაყისა და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი

37

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართული მოლაპარაკებებზე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ერაყისა და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი.

ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

დღეს ჩვენ სირიის და ერაყის საკითხი განვიხილეთ. შევთანხმდით, რომ ერაყისა და სირიის ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. რეფერენდუმს არანაირი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. ჩრდილოეთ ერაყის ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა. არავის აქვს უფლება, ჩვენი რეგიონი ცეცხლის ალში გახვიოს, – განაცხადა ერდოღანმა.

ერაყის ქურთისტანის ავტონომიურმა რეგიონმა დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ორშაბათს ჩაატარა. რეგიონის დამოუკიდებლობას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა 92,7%-მა დაუჭირა. ერაყის ხელისუფლებამ რეფერენდუმს არალეგიტიმური უწოდა და აღნიშნა, რომ ავტონომიის რეგიონულ მთავრობასთან ამ საკითხზე არანაირ მოლარაპაკებებს არ გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები