„პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს“, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.
მისივე განცხადებით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით.
„პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს. ასევე, იმ ქვეყნებს, რომლებზეც ზეგავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ არსებული სიტუაცია, რომელსაც საქართველოს განუყოფელ ნაწილად მივიჩნევთ. მინდა კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა გამოვთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთისგან შეიძლება ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე.
საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ძალისხმევა ეფექტური რეფორმების განხორციელების გზით, რაც მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, რომელიც ევროკომისიის მიერ არის მოცემული, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. საქართველომ უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა, რომ შეასუსტოს პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში, რომ შექმნას ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც არის ძირითადი საკითხი, რათა შესრულდეს მიზნები და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ხელშესახები შედეგები მიგვიყვანს პროგრესამდე. საქართველოს და ჩეხეთს გააჩნია საერთო ღირებულებები და როგორც ევროპის საერთო ხედვა, ჩვენ სურვილი გვაქვს, ვიხილოთ მშვიდობა და სტაბილურობა. ველი იმ მომენტს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭება“,- განაცხადა იან ლიპავსკიმ.
?? ?? იან ლიპავსკის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია და საქართველოს ევროკავშირში…
Posted by Ilia Darchiashvili / ილია დარჩიაშვილი on Wednesday, November 9, 2022
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს თბილისში თბილი მიღებისთვის და განაცხადა, რომ ქვეყნებს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ.