LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის ქებამ არ უშველა – გრიგირი ლეპსი „კრემლის სასახლემ“ 2 მილიონი რუბლით დააჯარიმა

821
lepsi

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა „კრემლის სასახლის“ სარჩელი გრიგორი ლეპსის საპროდიუსერო კომპანიის წინააღმდეგ და არტისტს 2 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა. საქმე ეხება იური ანტონოვის კონცერტს, რომელიც ლეპსის კომპანიას დეკემბერში უნდა გაემართა. „კრემლის სასახლის“ იურისტები ირწმუნებიან, რომ კონტრაქტში წინასწარ იყო გაწერილი კონცერტის გადადების პირობები, რის შედეგადაც კომპანიას საკონცერტო სასახლისთვის 2 მილიონი რუბლი უნდა გადაეხადა.

სარჩელში ნათქვამი იყო, რომ ლეპსის კომპანიამ დაარღვია ყველა პირობა. კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო და თანხაც არ ანაზღაურებულა. სასამართლომ ლეპსის წინააღმდეგ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ეს იმ ფონზე, როცა გრიგორი ლეპსმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინის მიმართ. მეტიც, ის რუსეთში  დასავლეთის მიერ სანქცირებული არტისტების სიაშიც მოხვდა და ევროპის ბანკში 20 მილიონი დოლარიც დაკარგა.

სანქციების დაწესებისა და 20 მილიონი დოლარის დაკარგვის გამო გრიგორი ლეპსმა 15 კილო დაიკლო

რუსმა მომღერალმა გრიგორი ლეპსმა სანქციების გამო 20 მილიონი დოლარი დაკარგა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები