LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, ის NATO-ს გაფართოების მიზეზია” – ლოიდ ოსტინი

140
a5fae25c-928a-3ba9-b0e4-ccf3e33c75a3_850

პუტინის ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, ის NATO-ს გაფართოების მიზეზია, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინმა არასწორი გათვლა გააკეთა მაშინ, როცა 1 წლის წინ მეზობელ უკრაინაში შეიჭრა.

„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა არ დაუპირისპირდებოდა, მაგრამ ის მტკიცედ დგას თავისი პარტნიორების დახმარებით. პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენი ერთიანობა დაირღვა, მაგრამ რუსეთის სასტიკმა ომმა მხოლოდ დაგვაახლოვა.

ფინეთი, რომელიც დიდი ხანია მონაწილეობს ამ საკონტაქტო ჯგუფში, დღეს აქ არის, როგორც NATO-ს ახალი წევრი. იმედია, მალე შვედეთიც შემოგვიერთდება. პუტინის მიერ არჩეული ომი არ არის NATO-ს გაფართოების შედეგი, არამედ არის მიზეზი“, – აცხადებს ლოიდ ოსტინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები