LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინის მთავრობა 1998 წლის დეფოლტის შემდეგ მოვიდა და 2022 წლის დეფოლტის შემდეგ უნდა დაემხოს – გიორგი ქადაგიძე

76
5c53301d34a80

პუტინის მთავრობა 1998 წლის დეფოლტის შემდეგ მოვიდა და 2022 წლის დეფოლტის შემდეგ უნდა დაემხოს – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საუბრობს. ის იმ ეკონომიკურ ეფექტებს ასახელებს, რომლებიც რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა მოიტანა.

„სანქციების დაწესებიდან ერთი კვირაში მიღებული ეკონომიკური ეფექტი: გაყინული რეზერვები (300 მილიარდი), გათიშული საგადახდო სისტემები, ბანკებთან რიგები ფულის გადახურდავებაზე და გატანაზე, გაყინული ანაბრები, 60% (30+30)-ით გაუფასურებული კურსი, 20% – მდე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები არსებულ იპოთეკურ სესხებზე, ასობით მეგაკომპანიის შეჩერებული საქმიანობა, ასი ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი და გაკოტრებული მცირე ბიზნესი, შეჩერებული სავიზო რეჟიმები, ევროპაში გასვლის შეზღუდვები, ჩამოშლილი საფონდო ბაზარი, რუსული მეგა კომპანიების უმეტესობა გადახდისუუნარო მდგომარეობაში, შეჩერებული საერთაშორისო გადაზიდვები,მთელ მსოფლიოში ოლიგარქების ქონებაზე გამოცხადებული ნადირობა.

ეს მხოლოდ მყისიერი შედეგებია. ტექნოლოგიების და სხვა უამრავი შეზღუდვის ეფექტი ჯერ არც კი დაწყებულა. პუტინის მთავრობა 1998 წლის დეფოლტის შემდეგ მოვიდა და 2022 წლის დეფოლტის შემდეგ უნდა დაემხოს“, – ამბობს გიორგი ქადაგიძე.

ცნობისთვის, იმაზე, რომ რუსეთს დეფოლტი ემუქრება, უკვე აქტიურად საუბრობენ JPMorgan-ის ანალიტიკოსებიც. „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსეთის სავალუტო ობლიგაციების დეფოლტის ალბათობა“, – აცხადებენ JPMorgan-ის ანალიტიკოსები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები