LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს – ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს

57
ფაშინიანი და პუტინი

„ყარაბაღის კონფლიქტი ოდესღაც უნდა დასრულდეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს ამის პოლიტიკური ნება აქვს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლის ლიდერმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერების რამდენიმე დღის წინ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის გარშემო.

ეს კონფლიქტი უკვე ათობით წელია გრძელდება, ასე რომ, ოდესღაც უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა და შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ ის ძირითადი მომენტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას.“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ სოჭში, ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს სოჭში მასპინძლობს.

კრემლის განცხადებით, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება შარშან, მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების განხორციელება და „შემდგომი ნაბიჯები [რეგიონში] სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად.“

მედიის ინფორმაციით, პუტინი ორმხრივ მოლაპარაკებებს თითოეულ ლიდერთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გარშემო, კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ერთი თვის წინ ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის, 2020 წლის სისხლიანი ომის შემდეგ, ყველაზე მწვავე შეტაკებები მოხდა.

სომხეთმა აზერბაიჯანის “აგრესიის” გამო რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები