კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წლის ბოლოს პრესკონფერენციას არ გამართავს.
მედიის ცნობით, 10 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა.
პესკოვმა არ დაასახელა მიზეზი, რატომ არ გაიმართება ტრადიციული პრესკონფერენცია, თუმცა, აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი რეგულარულად ესაუბრებოდა პრესას, მათ შორის უცხოურ ვიზიტებზე.