LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინი ლუკაშენკოს უკრაინაში სახმელეთო შეჭრისკენ უბიძგებს” – პოდოლიაკი

137
BeFunky-collage - 2022-12-18T010610.468

პუტინი ლუკაშენკოს უკრაინაში სახმელეთო შეჭრისკენ უბიძგებს, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთ-ბელარუსის პრეზიდენტებს შორის მინსკში დაგეგმილ შეხვედრას.

პოდოლიაკის თქმით, ომში უშუალო მონაწილეობით, ლუკაშენკო “თვითმკვლელობის განაჩენს მოაწერს ხელს”.

“პუტინს აღარ აქვს ის პოზიცია, რომ ვინმეს მოთხოვნები განუსაზღვროს. დიახ, ის იმედოვნებს ომის დასრულებას საკუთარი წესებით. იგი დაბალი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონეა, ვეღარ აღიქვამს რეალობას”. – აღნიშნა პოდოლიაკმა.

საგულისხმოა, რომ ვლადიმერ პუტინის მინსკში ვიზიტი 19 დეკემბერს შედგება.

ამავე თემაზე:

არარეალურ გეგმებზე საუბრით ნუ შეწუხდებით – რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევთ: მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

პუტინი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს ეწვია – საბრძოლო მოქმედებების ზონაში აქამდე არცერთხელ ჩასულა: BBC