LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი კურილის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს უწესებს

143
ipiccy_image

ვლადიმერ პუტინმა კურილის კუნძულებზე რეგისტრირებული ახალი ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე კანონს ხელი მოაწერა.

რუსული მედიის ინფორმაციით, კანონი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს სამხრეთ კურილის, კურილის ან ჩრდილო კურილის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე, 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის. ასეთი ორგანიზაციები რეგისტრაციის დღიდან 20 წლის განმავლობაში, გათავისუფლებულები იქნებიან საშემოსავლო და ქონების, მიწისა და ტრანსპორტის გადასახადებისგან.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, იაპონიის პრემიერმა ფუმიო კიშადიმ განაცხადა, რომ კურილის კუნძულები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს გადაეცა, იაპონიას ეკუთვნის.

ria.ru

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები