რუსეთის პრეზიდენტს უკიდურესად არანორმირებული სამუშაო დღე აქვს, – ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, პესკოვმა თქვა, რომ პუტინი დილიდან გვიან ღამემდე მუშაობს.
რუსეთის პრეზიდენტის ემოციური მდგომარეობის შესახებ დასმულ შეკითხვას პესკოვმა უპასუხა, რომ „ემოციური მდგომარეობა ნორმაშია“.
პუტინის განკარგულებით, უკვე 21-ე დღეა რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.
ოკუპანტი ქვეყანა დასახლებულ პუნქტებზე, მათ შორის ისეთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები, საბავშვო სახლები და სხვა, საარტილერიო და საჰაერო თავდასხმებს ახორციელებს, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ომი სამწუხაროდ, დიდხნიანი იქნება, მინიმუმ ერთი წელი – გენერალი ზაზა გოგავა
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.