LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტზე აღარ მიდის და ლავროვს აგზავნის

60
სერგეი ლავროვი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, მის ნაცვლად კი ინდონეზიაში საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გაემგზავრება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიას კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განუცხადა.

„გადაწყდა, რომ სერგეი ლავროვი წარმოადგენს რუსეთს G20-ის სამიტზე.“ – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

ინდონეზიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, 17 ქვეყნის წარმომადგენელმა „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობა უკვე დაადასტურა. უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, ინდონეზია დამსწრეთა ვინაობას არ ასაჯაროებს.

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, Reuters-მა ინდონეზიის მთავრობის სპიკერზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინს სამიტში მონაწილეობა, შესაძლოა, „ონლაინ“ მიეღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები