LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: „ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთადერთი რამით არის ნაკარნახევი – ბოლო მოვუღოთ ომს, რომელიც დასავლეთმა დონბასში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ გააჩაღა“

173
ვლადიმირ პუტინი

„ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთადერთი რამით არის ნაკარნახევი – ბოლო მოვუღოთ იმ ომს, რომელიც დასავლეთმა და მისმა სატელიტებმა დონბასში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ გააჩაღეს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა,  ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

ჯოზეფ ბორელი: ვლადიმერ პუტინი ომის დაწყებით თითქმის ყველაფერში შეცდა, ის პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის ხალხს და არმიას სწირავს, ამიტომ არის მასთან მოლაპარაკებების გამართვა ასეთი რთული

სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „ბრიკსის“ სამიტის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში პუტინმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს იმ ხალხს, რომელიც საკუთარი კულტურისთვის, ტრადიციებისთვის, ენისა და მომავლისთვის იბრძვის.

„ზოგიერთი ქვეყნის მისწრაფებამ, შეინარჩუნონ საკუთარი ჰეგემონია, მიგვიყვანა მძიმე კრიზისთან უკრაინაში. ჯერ დასავლეთის ქვეყნების დახმარებით უკრაინაში ანტიკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს;

შემდეგ კი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც ამ სახელმწიფო გადატრიალებას არ დაეთანხმა, ომი გააჩაღეს, სასტიკი და გამანადგურებელი ომი რვა წლის განმავლობაში.

რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს იმ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი კულტურისთვის, ტრადიციებისთვის, ენისა და მომავლისთვის.

ჩვენი ქმედებები უკრაინაში მხოლოდ ერთადერთი რამით არის ნაკარნახევი – ბოლო მოვუღოთ იმ ომს, რომელიც დასავლეთმა და მისმა სატელიტებმა დონბასში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ გააჩაღეს“. – განაცხადა პუტინმა.

ლავროვი: ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის

რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „ბრიკსის“ წევრებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის შეჩერებას მშვიდობიანი გზით ცდილობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები