LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ საუბრობს: ჯო ბაიდენი

51
ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ საუბრობს.

მისივე განმარტებით, „კარიბის კრიზისის შემდეგ არმაგედონის საფრთხის წინაშე არასდროს ვყოფილვართ“.

აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები შექმნილი მდგომარეობიდან დიპლომატიურ გამოსავალს ეძებენ.

„პუტინი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ბირთვული ტაქტიკური ან ბიოლოგიური თუ ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენების შესახებ, რადგანაც მისი შეიარაღებული ძალები, შეიძლება ითქვას, საქმეს ვერ ასრულებენ. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო“, – განაცხადა ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები