დღეს, 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე ტრადიციული სამხედრო აღლუმი იმართება.
აღლუმზე უკვე მივიდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. კადრებს რუსული მედია ავრცელებს.
ახლა მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია იქითკენ, თუ რას იტყვის წითელ მოედანზე ვლადიმირ პუტინი.
ცნობისთვის, კრემლმა პირველად „გამარჯვების დღის“ აღნიშვნის ისტორიაში მოსკოვში არ მიიწვია არცერთი უცხოელი ლიდერი.
გარდა ამისა, როგორც კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, წელს შედარებით მოკრძალებული იქნება სამხედრო აღლუმის მასშტაბიც.
ამასთან, პესკოვის მტკიცებით, მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის საჰაერო ნაწილი ამინდის გამო გაუქმდა.
აღლუმის საჰაერო ნაწილში მოსკოვის ცენტრში 77 თვითმფრინავს უნდა ეფრინა.
https://www.youtube.com/watch?v=XXUYgXZJNfA