თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება - კახა კალაძე
მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის ამოქმედება მნიშვნელოვანია ამ კვანძზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და შეუფერხებლად გადასაადგილებლად.
„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია. სკვერის ინფრასტრუქტურა, ფაქტობრივად, განადგურებული იყო და მძიმე მდგომარეობა გვქონდა. სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკო ინვენტარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გარე განათებას და დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. აღნიშნული სივრცე ყველანაირად კეთილმოწყობილია. დარჩენილია დასუფთავებისა და მორეცხვის სამუშაოები, რომელიც მომდევნო ორ დღეში დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პუშკინის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს.
თუ გადაწყვეტილებები არ მივიღეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, ქალაქში გადაადგილება მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება - კალაძე
კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პიკის საათში დედაქალაქში 600 000 კერძო ავტომობილი გადაადგილდება, რაც მაღალი მაჩვენებელია.