LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

28

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, 25 ივნისის 22:00 საათიდან, 26 ივნისის 18:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ”აღნიშნულ ქუჩაზე, გზის გაფართოების სამუშაოების გამო, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე აგვისტოს შუა რიცხვებში აღდგება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები