LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება

5

დღეიდან პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ახლადაშენებულ ესტაკადაზე გადაერთვება. როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საავტომობილო მოძრაობის მიმართულება უცვლელი დარჩება – ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

მერიის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდა, რაც ითვალისწინებს ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.

გზის გაფართოების მიზნით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტი ითვალისწინებს პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობას, საავტომობილო და საფეხმავლო გზის გაფართოებას და ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას.

„აღსანიშნავია, რომ ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება“ – აცხადებენ მერიაში.

სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია CRP-ი აწარმოებს და მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება. პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები