პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა ორშაბათიდან აღდგება. როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, უკვე დასრულდა ესტაკადის მშენებლობა, რომელიც „დიღმის კარის“ თავზე აიგო. მერიაში განმარატავენ, რომ გზის გაფართოებით შენარჩუნდა „დიღმის კარის“ კონცეფცია, სადაც დამონტაჟდება დეკორატიული განათება და დაემატება ახალი გასასვლელი.პუშკინის ქუჩაზე ასევე გაკეთდა სპეციალური ტროტუარი ფეხით მოსიარულეთათვის.
პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა 2012 წლიდან წლიდან არის ცალმხრივი, მას შემდეგ რაც მიმდებარე ტერიტორიაზე „დიღმის კარი“ აღმოაჩინეს. ორმხრივი მოძრაობის აღდგენა კი გადატვირთული მოძრაობის გამო გახდა აუცილებელი.