1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია 15 ლარამდე იზრდება. მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარის ნაცვლად, არაუმეტეს 15 ლარით განისაზღვრა.
ამავე დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გაზრდილი სუბსიდია 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით რეალიზებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებისას იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სუბსიდიის თანხა 15 ლარამდე გაიზრდებოდა, რათა ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი შენარჩუნებულიყო.
„საბოლოო გადაწყვეტილება არის ის, რომ პურზე ფასი არ უნდა გაძვირდეს, აქედან გამომდინარე, რა მიმართულებას, რა ტაქტიკას და რა მექანიზმს აირჩევს სახელმწიფო, მათი გადასაწყვეტია“ – ამბობდა სილაგავა.
ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.