LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პური 15$, თმის შეჭრა 210$ – სად ღირს ცხოვრება ყველაზე ძვირი (ფოტოები)

1366
https---blogs-images.forbes.com-alexcapri-files-2018-09-Singapore-1200x800

2019 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის ვინაობა ცნობილია – უახლესი რეიტინგი ტრადიციულად საერთაშორისო ვებგვერდმა The Economist Intelligence Unit (EIU)-მ შედგინა.

აღსანიშნავია, რომ The Economist Intelligence Unit კვლევისას ითვალისწინებს სხდავასხვა ქვეყნებში 160-ზე მეტი პროდუქტისა და მომსახურების ღირებულებას,  მათ შორისაა: საკვები, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სწავლის საფასური კერძო სკოლებში, დასვენება და კომუნალური გადასახადები.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს კვლევა მსოფლიოს 133 ქალაქში ჩატარდა და რეიტინგიც შესაბამისად შედგა.

10.თელ-ავივი, ისრაელი

ეს არის შუა აღმოსავლეთის ერთადერთი ქალაქი, რომელიც მოხვდა “ძვირადღირებული ქალაქების ათეულში”. ევროპისგან განსხვავებით, რომლის ვალუტები დოლარის მიმართ შესუსტდა, გასული წლის განმავლობაში შუა აღმოსავლეთის ქალაქები შედარებით ძვირი გახდა.

9.ნიუ-იორკი, აშშ

ნიუ – იორკი მსოფლიოს მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია. მაგალითისთვის, აქ თმის შეჭრის ღირებულება საშუალოდ 210 აშშ დოლარია.

8.კოპენჰაგენი, დანია

ტრანსპორტირების, დასვენებისა და პირადი ჰიგიენის მაღალი ხარჯები იყო ის, რის გამოც დანიის დედაქალაქი ამ სიაში მოხვდა.

7.სეული, სამხრეთ კორეა

ამ სიაში მოხვედრის მთავარი მიზეზი, ქალაქში საკვები პროდუქტების მაღალი ფასებია. აქ კილოგრამი პური 15 დოლარი ღირს, 1 ბოთლი ღვინო კი – საშუალოდ 27 დოლარი. სეულში ასევე ძვირია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენაც.

6.ოსაკა, იაპონია

იაპონიის ვენეცია, რომელიც მრავალი მდინარისა და არხის მიერაა შემოფარგლული, მე –16 საუკუნის შემდეგ არის იაპონიის სავაჭრო დედაქალაქი. აქ საკვები და ტრანსპორტი განსაკუთრებით ძვირია.

5.ჟენევა, შვეიცარია

ჟენევა ძვირადღირებული ქალაქების სიაში მრავალი მიზეზის გამო მოხვდა, თუმცა ერთ-ერთი მთავარი და არსებითი საკვები პროდუქტებია. მაგალითისთვის, ოჯახი, რომელიც სამი წევრისგან შედგება საკვებში ერთ თვეში ხარჯავს საშუალოდ 705,80 აშშ დოლარს.

4.ციურიხი, შვეიცარია

ციურიხს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარჯები აქვს საყოფაცხოვრებო, პირადი მოვლის, დასვენებისა და გართობისთვის.

3.პარიზი, საფრანგეთი

2003 წლიდან მოყოლებული პარიზი ყოველთვის ათეულში იყო ძვირადღირებული ქალაქების. მაგალითად, პარიზში თმის შეჭრის საშუალო ღირებულება 119.04 აშშ დოლარია.

2.ჰონგ-კონგი

ჩინეთის „სურნელოვანი ნავსადგური” ცნობილია თავისი სიმდიდრით და ფუტურისტული არქიტექტურით. აქ ორსართულიანი ბინის ქირაობა თვეში დაახლოებით 7,500 დოლარი ღირს, ხოლო ლიტრი ბენზინი 2 დოლარზე მეტია. ამიტომ ჰონგ-კონგში ადამიანების უმეტესობა იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს: მეტროებსა და ავტობუსებს.

1.სინგაპური

სინგაპურის ამ სიაში ლიდერის პოზიციაზე გამოჩენა გასაკვირი არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ იგი ბოლო 5 წლის განმავლობაში ზედიზედ გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი მსოფლიოში. ამავე დროს, ის დედამიწაზე ერთ – ერთი ყველაზე სტაბილური ადგილია პოლიტიკურად და ეკონომიურად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები