LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Puma-მ ანიმაციური ვესტერნი გამოუშვა ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად (ვიდეო)

42

Puma-მ ანიმაციური ვესტერნი გადაიღო ფეხბურთის მონსტრების მონაწილეობით, მთავარ როლში კი ლუის სუარესია.
ლეონე და ტარანტინო ალბათ ტაშს შემოსცხებდნენ.

„ბარსელონას“ და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი შეურთდა კამპანიას Puma Football და ელჩების რიცხვში ჩაეწერა.

ამასთან დაკავშირებით გერმანელებმა 32-წამიანი ანიმირებული ვესტერნი გააკეთეს. სიუჟეტის მიხედვით სუარესი ხვდება ქალაქში სახელად პუმა და შედის სალონში, სადაც მას ელოდებიან ჯორჯო კიელინი (ბარის დახლის უკან), ჯანლუიჯი ბუფონი (პაინინოზე უკრავს), ანტუან გრიზმანი, მარიო ბალოტელი, ოლივიე ჟირუ, რომელუ ლუკაკუ, სერხიო აგუერო და მარკო როისი.

ქალაქის მაცხოვრებლები განცვიფრებაში მოდიან, როდესაც ვიღაც მაგარ ტიპს ხედავენ ნარინჯისფერ ბუცებში Puma Future.

ფილმში სუარესი ნაჩვენებია ადამიანის როლში, რომელიც მიზანში ზუსტად უნდა ისროდეს.
ლუისის მეტსახელია – El Pistolero (მსროლელი).
ვესტერნის მოქმედება 1948 წელს ვითარდება.

 

https://www.youtube.com/watch?v=Dh9pf9XzYqY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები