LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუდრაანთ რომა და ფხოკელები, ბაღატიანთ სოსო.. ჩემი უბანი: გაულაწუნე, კომისარა, პაწაანები.. არავინ გამომრჩეს, ხალხო ყველას მადლობა, გილოცავთ ყველას მარიამობას – სოსო გოგაშვილი

244
გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილი განცხადებას ავრცელებს.

ამჯერად მან ოჯახის წევრებს და მეგობრებს მარიამობა მიულოცა:

“გილოცავთ ყველას მარიამობას! შეეწიოს და დაიფაროს დედა ღვთისმშობელმა მთელი საქართველო. გულით მინდა მივულოცო ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ნათესავებს.

განსხვავებულად მინდა მივულოცო ჩემს ქიზიყელებს, რომლებიც ასე მომენატრნენ. მოვიკითხავ და მადლობა ყველას ჩემი ოჯახის გვერდში დგომისთვის ამ განსაცდელის ჟამს.

სოფლის თავიდან დავიწყებ: პუდრაანთ რომა და ფხოკელები, ბაღატიანთ სოსო, მოლაურაანთ მიშო ( სრულიად ფარხაჩაანისა და კირასაულის ეპისკოპოსი) ღაბაანთ მიშო და ნათია, ბაბლუაანთ მამუკა და ილო, ჩეფოაანთ ხვიჩა და ციცო, ხმამაღალი გელა და ეკა, პოლკაანთ ყოყე და ნინო, კერატა, ფაჩო, ბარგანაანთ ბიჭები, წუკლაანთ ემზარა, ბაჩა, გავერა, ტროცკა, ბრაძიაგა, ჭყიპო, გუჯა ამპულა, მთელი ,,ბირჟა’’ და ჩვენი ახალგაზრდები, ჩემი უბანი, გაულაწუნე, კომისარა, პაწაანები, ჩიტიაანები, ბოსტაანები, არავინ გამომრჩეს, ხალხო ყველას მადლობა.

მოვიგებთ ამ ომს და ერთად აღვნიშნოთ ყველამ. იქამდე მარიამობის სუფრაზე ერთმანეთს ჩემს გარეშე შეერკინებით ამ ერთხელ.
პ.ს ახალ ქვევრებს ერიდე ყოყე.
სოსო გოგაშვილი,
306-ე საკანი”, – წერს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი.

გომელაური გოგაშვილის საქმეზე: „არ ვიცი, ამ დღეების არის, იქნებ ორი თვის.. წაშლილია, არ არის წაშლილი, ტექნიკოსი არ ვარ და როგორ აგიხსნათ“

“ჩემი ვიზიტის შემდეგაც შევამჩნიე უამრავი კამერა იყო ციხის დაწესებულებაში და შეუძლებელია ამდენი კამერა ერთდროულად განადგურდეს” – ნინი გოგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები