პსპ-ს სააფთიქო ქსელი გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ საჩხერეში ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გაიხსნა.
როგორც ”პსპ”- ში განმარტავენ, ეს აფთიაქიც, ისევე როგორც ყველა ბრიტანული მოდელის ახალი აფთიაქი სამი ნაწილისგან შედგება. ”ცალკეა გამოყოფილი აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ ვცდილობთ , საქართველოს ყველა რეგიონში თითოეულ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გავუწიოთ და უზრუნველვყოთ ისინი გარანტირებული ხარისხის პროდუქციით , ყველაზე დაბალ ფასად“- აცხადებენ პსპ-ში.
მათივე ცნობით, ქსელის განვითარება პსპ-ს 2017 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ამ წლიდან პსპ-ს მომსახურებით უკვე სარგებლობს ახალქალაქის მოსახლეობა. შემდეგი აფთიაქი კი თებერვლის დასაწყისში ბაკურიანში გაიხსნება.