LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PSP ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

545
PSP

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, გაცილებით ძვირად იყიდება (32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით) და დიდ ფარმაცევტულ ქსელებში იდენტური ფასები აჩენს ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას, PSP გამოეხმაურა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით არაზუსტი ინფორმაციის გამოქვეყნებით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა.

PSP-ს განცხადება:

„დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. „დიდი ფარმაცევტული ქსელების“ მომწოდებლები არიან.

2023 წლის დასაწყისიდან ყველა ფარმაცევტული კომპანია ჩართულია სავალდებულო ჯანდაცვის ელექტრონულ სისტემაში, რაც სამინისტროს საშუალებას აძლევს, მედიკამენტის იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე, კონტროლი ყველა ტრანზაქციაზე განახორციელოს, თუმცა მიზანმიმართულად ავრცელებს მცდარ ინფორმაციას და თავისი განცხადებით პირდაპირ ადანაშაულებს „დიდ ფარმაცევტულ ქსელებს“ არაჯანსაღ კონკურენციასა და კარტელურ გარიგებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი მედიკამენტია (დიოვანი) PSP-ს მიერ იმპორტირებული, ყველა დანარჩენი შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. დიოვანის ფასნამატი 26%-ია, ხოლო ყველა დანარჩენ მედიკამენტზე არა 3000%-ს, არამედ მარჟა 29%-ს არ აღემატება.

PSP-ს ქსელში იგივე მედიკამენტების შესასყიდი / გასაყიდი ფასებია:

რეფერენტული ფასების აუცილებლობაზე PSP-ს მხრიდან განცხადება წლების განმავლობაში არაერთხელ გაკეთებულა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აღნიშნულის აუცილებლობას.  გარდა იმისა, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას მომწოდებლებისგან უფრო დაბალი შესასყიდი ფასი მივიღოთ, ამავდროულად ის ჯანდაცვის სამინისტროს მოუსპობს შესაძლებლობას არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელოს“.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას კონკურენციის ეროვნული სააგენტოც გამოეხმაურა. უწყება დეტალურად გაეცნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, განხილული იქნება ცალკეულ მედიკამენტებთან არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესაძლებელია დაიწყოს მოკვლევა ბაზარზე შესაძლო შეთანხმებული ქმედების და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კერძოდ, მომხმარებლისთვის (პაციენტისთვის) ჭარბი ფასის დაწესების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები