ნეიმარს სპარსეთის ყურეში ბუცი ჩაუვარდა.
ბრაზილიელი ვარსკვლავი თანაგუნდელებთან ერთად დუბაიში გაემგზავრა, სადაც სარეკლამო ტურნეში იღებდა მონაწილეობას.
გადაღებების დროს ნეიმარმა, კილიან მბაპემ, ედინსონ კავანიმ და ტიაგო სილვამ მოედანზე, რომელზეც პსჟ-ის ლოგო იყო გამოსახული, ფეხბურთი ითამაშეს.
ერთ მომენტში ნეიმარმა ბურთი წყალს დაუმიზნა და დაარტყა, თუმცა ბურთთან ერთად ბრაზილიელის ბუციც გაფრინდა და წყალში ჩავარდა.
https://www.youtube.com/watch?v=W99JPM2oQ5Y