ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად წერს, რომ ვინც დღეს, სოხუმის და ცხინვალის ძალისმიერი გზით დაბრუნების შესახებ, რაიმე განცხადებას გააკეთებს, პროვოკატორია ან პუტინის აგენტი.
„ასეთ დროს პირიქით, ჩვენი საზოგადოება აფხაზების და ოსების დეიზოლაციისკენ და მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქებისკენ უნდა იყოს მიმართული.
ნებისმიერი მოწოდება ან ძალადობისკენ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ მტრის ინტერესებშია.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დეიზოლაცია უნდა დაიწყოს! ყველა პროვოკატორს და აგენტს კი დავითვლით!“ – წერს უჩა ნანუაშვილი.