LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროვოკაციული მცდელობები კანონმდებლობის ფარგლებში ჩაიშლება: ოკუპირებული ცხინვალი გახელაძის მხარდასაჭერ აქციაზე

79
ზაზა გახელაძე

23 ივნისს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად გასამართ აქციას ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ეხმიანება და აცხადებს, რომ „არ არის გამორიცხული მომიტინგეებმა „საზღვარი“ უკანონოდ გადაკვეთონ, ამიტომ „საზღვარზე“ დამყარებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები მოქმედი „კანონმდებლობის“ ფარგლებში ჩაიშლება“.

მათი მტკიცებით, „ქართული მხარის განცხადებების მიუხედავად, საკითხი საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში მოაგვაროს, საქართველოში ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას ცდილობს“.

„მიმდინარე წლის 17 ივნისს საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობის ძალა ერთობაშიას ლიდერმა, დავით ქაცარავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე 23 ივნისს კიდევ ერთი პროვოკაციული ინიციატივა დააანონსა, რომლის მიზანი იყო მსჯავრდებულის განთავისუფლების უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ საქართველოს მთავრობის წახალისებაა.

ძალა ერთობაშიას საქმიანობის ხასიათის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული იყოს მცდელობები, რომ მომიტინგეებმა „საზღვარი“ უკანონოდ გადაკვეთონ. ამგვარი პროვოკაციული ინიციატივების განხორციელება, განურჩევლად იმისა, ვისგანაც მოდის ის, მოლაპარაკებების პროცესს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ხაზს ვუსვამთ, რომ „საზღვარზე“ დამყარებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები მოქმედი „კანონმდებლობის ფარგლებში ჩაიშლება“, – ნათქვამია ცხინვალის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

პრემიერმა გვითხრა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა და ჩაბარება საღი აზრი არ არისო… ხვალ ისევ შევეცდები გადასვლას, ძალაშია დაანონსებული აქციაც: ზაზა გახელაძის მამა

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით – ზაზა გახელაძეს