LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები” – ხურვალეთის მკვიდრი

153
kalmaxelidze_adgilobrivi

საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები. პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები, – ამის შესახებ სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან ჟურნალისტებს ადგილობრივმა გივი კალმახელიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, რუსეთისგან საფრთხე არსებობს, თუმცა, გუშინ ისინი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოსულან.

„საფრთხე არ იყო, ხალხი შედიოდა. აქ სულ ოსები ცხოვრობენ, რომელიმე საფრთხეს გრძნობს? ბარამიძე გამიკეთებს აქ საქმეს? გუშინ რომ დავინახე გავსკდი გულზე! თუ გიგა ბოკერია? არავინ არ გადმოსულა. მოსახლეობა საუბრობს, რომ არავინ იყო. რომელმა ნახა? როგორ დაგიჯეროთ ტელევიზებს, როცა მოდელირებული ომი გვაჩვენეთ? საფრთხეს რუსეთისგან დიდი ხანია ვგრძნობ, მაგრამ აქ რაც ხდება, ძალიან კარგად ვხვდები. პროვოკაციაა, ხალხს გაუხეთქეს გული, რომ დაანახონ, ესენი არიან გმირები”, – განაცხადა კალმახელიძემ.

ამ წუთებში სოფელ ხურვალეთში აქტივისტების ნაწილთან ერთად სამართალდამცავებს ჟურნალისტებიც შეჰყავთ. ცნობილია, რომ სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს დავით ქაცარავას გარეშე შეუშვებენ.

არავის სჭირდება სიტუაციის და დაძაბულობის ესკალაცია. ჩვენი ჯგუფი 5 კაციანი შემადგენლობით შევა და დაახლოებით, ნახევარ საათში ყველაფერი ის გვეცოდინება, რასაც მეორე დღეა ვითხოვთ”, – განაცხადა ქავარავამ.

კითხვაზე, თუ ვისგან მიიღო მან მითითება, ხურვალეთში არ შესულიყო, განაცხადა, რომ ეს ძალოვანი უწყებების წარმოამდგენლებისგან მიიღო.

“ეს იყო თხოვნა, რომელიც მე გავითვალისწინე. ეს თხოვნა იყო იმ ადამიანებისგან, ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. ეს იყო თხოვნა, არ ვიცი რას უკავშირდება ეს თხოვნა”, – განაცხადა ქაცარავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები