LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტის მერვე დღე: აქტივისტები დღეს ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას

171
aqcia 1

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავენ მსვლელობას.აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობა 19:00 საათის შემდეგ დაიწყება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი ორი მოთხოვნა უკვე შესრულებულია და აქციებს გახარიას გადადგომის მოთხოვნით განაგრძობენ.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ შს მინისტრი პოსტს სამუშაო კვირის ბოლომდე არ დატოვებს, შაბათს, 19:00-ზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ თავისუფლების მარში მოეწყობა. ეს იქნება დემონსტრაციების მე-10 დღე.

თავისუფლების მარში თავისუფლების მოედნამდე - აქციის მონაწილეები შაბათს მსვლელობას გეგმავენ

იმ შემთხვევაში, თუ შს მინისტრი პოსტს სამუშაო კვირის ბოლომდე არ დატოვებს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ თავისუფლების მარში მოეწყობა

აქცია #სირცხვილია უკვე მე-8 დღეა მიმდინარეობს. აქამდე დემონსტრანტები მსვლელობით მივიდნენ ქართული ოცნების ოფისთან და კანცელარიასთან. ასევე, მოაწყვეს საავტომობილო მსვლელობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები