ქვეყნის სამსახურში! – რუსთაველის გამზირი კვლავ პროტესტის ეპიცენტრია. პარლამენტის წინ აქცია განახლდა.
აქციის მე-16 დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ სცენა მწერლებს, პოეტებს, ისტორიკოსებს და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლებს დაეთმობათ.
მომიტინგეებს სიტყვით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა მიმართა. მან კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მთავარი გზავნილი – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.
დიღმელაშვილის შეფასებით, არასამართლიანია, როდესაც სხვა პირთა პასუხისმგებლობა დგება, იჭერენ და ასამართლებენ მაშინ, როცა შს მინისტრს თანამდებობა არ დაუტოვებია.
შეწყვიტეთ რეპრესიები - აქციების საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს
აქციების საორგანიზაციო ჯგუფი ხელისუფლებას მიმართავს
6 ივნისს კი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან, ივანიშვილის რეზიდენციამდე “თავისუფლების მარშს” გამართავენ. 7 ივნისს კი ტრიბუნას მწერლები და პოეტები დაიკავებენ.
20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი.
20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა.
ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს