LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროტესტი უფრო გაიზრდება, “ქართული ოცნება” თავდაცვის რეჟიმშია გადასული, გარსში ჩაიკეტა და ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს: ჯაფარიძე

60
ბადრი-ჯაფარიძე

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადირ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პროტესტი უფრო გაიზრდება, თუ ცვლილებები არ მოხდება.

ამის შესახებ ჯაფარიძემ პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მონახულების დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ხოშტარიას პროტესტის ფორმა გამორჩეულია და ის არის მებრძოლი ადამიანი.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, “ქართული ოცნება” თავდაცვის რეჟიმშია გადასული, ჩაიკეტა გარსში და ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს:

“ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად მოქმედებდა და მოქმედებს, ამიტომ მივიღეთ ეს კრიზისი.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის არის მებრძოლი ადამიანი და მან განაცხადა, რომ შიმშილობას გააგრძელებს, ვიდრე არ გადაწყდება წმინდა ჰუმანიტარული საკითხი. ჰუმანურობის პრინციპიდან და იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ის უნდა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში.

ელენე ხოშტარიას პროტესტის ფორმა არის გამორჩეული, ის არის ასევე ღია კრიტიკოსი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის, შესაბამისად, მისი შიმშილობა ეძღვნება იმას, რომ მესამე პრეზიდენტი გადაარჩინოს, მან პირდაპირ თქვა, რომ თუ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებაზე იქნება საუბარი, ის იქნება ოპოზიციონერი, ამით არის გამორჩეული სწორედ მისი პროტესტი, რაზეც არანაირი ადეკვატური ნაბიჯი მათი მხრიდან არ ყოფილა.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ პროტესტი უფრო გაიზრდება, თუ ამ ვითარებაში ცვლილებები არ მოხდა. ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” თავდაცვის რეჟიმშია გადასული, ჩაიკეტა რაღაც გარსში, აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი განპირობებულია იმ წნეხიდან, რაც საზოგადოების მხრიდან არის შექმნილი, მაგრამ ეს წნეხი რომ შემსუბუქდეს “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადადგას ნაბიჯი, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ არსებული საფრთხეების შემცირება მისი გადაყვანით მულტიფუნცქციურ საავადმყოფოში.” – თქვა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან რეპრესიული ნაბიჯები კიდევ უფრო გაამწვავებს და გაზრდის მუხტს და ეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს:

“ამიტომ გამოსავალი არ არის რეპრესიების გაზრდა, გამოსავალია იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, ადამიანის სიცოცხლის მიმართ არსებული რისკების შემცირებაზე, მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანაც არ უზრუნველყოფს რისკების მოხსნას, აქ საუბარია შემცირებაზე. რეპრესიული ზომებით ამ პროტესტს ვერ გააჩერებ.” – თქვა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები